ამწე ლიფტი ჟირაფი თბილისში უსაფრთხო და სწრაფი სერვისი

ამწე ლიფტი ჟირაფი, სერვისები და მუშაობის პრინციპი

ამწე ლიფტი ჟირაფი, სერვისები და მუშაობის პრინციპი 

თბილისში ყოველდღე მიმდინარეობს სხვადასხვა მასშტაბის მშენებლობები — ახალი კორპუსები, კომერციული ფართები, სახლების რემონტი და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასეთ დინამიურ გარემოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხდება სამშენებლო მასალების, ავეჯისა და სხვადასხვა გაბარიტული ტვირთის მაღალ სართულებზე უსაფრთხოდ და სწორად აზიდვა. ხშირად, ჩვეულებრივი სატვირთო ლიფტი ვერ უძლებს მასალების ზომას ან წონას; ზოგ შემთხვევაში კი უბრალოდ ვერ ეტევა ან ვერ იქმნება უსაფრთხო გარემო მისი ხელით ატანისთვის. ეს პროცესები მოითხოვს არა მხოლოდ ძალას, არამედ სწორ ტექნიკას, გამოცდილებას და სიფრთხილეს.

 ასეთ სიტუაციებში საუკეთესო გამოსავალი ხდება ამწე ლიფტი (ჟირაფი) — ტექნიკა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მძიმე და მოცულობითი ნივთების სიმაღლეზე უსაფრთხოდ გადასატანად. მისი გამოყენებით სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად უმარტივდება როგორც კერძო პირებს, რომლებიც სახლის რემონტს აკეთებენ, ასევე დიდ სამშენებლო კომპანიებს, რომლებსაც მასალის დროული მიწოდება კრიტიკულად სჭირდებათ.

 საქართველოს ბაზარზე ამწე ლიფტის (ჟირაფის) სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა მძიმე ნივთების უსაფრთხოდ და სწრაფად გადატანა მრავალსართულიან კორპუსებში. სწორედ ამიტომ, Amwe Lifti Jirafi უკვე 9 წელია უზრუნველყოფს სტაბილურ, მაღალ ხარისხსა და სანდო მომსახურებას. კომპანია გამოირჩევა პროფესიონალი მძღოლებით, გამართული ტექნიკითა და სრულყოფილი სერვისით, რაც მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

 კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ თითოეული მძღოლის სრული ინფორმაცია : სახელი, ნომერი და სამუშაო გამოცდილება ღიად არის მოცემული,მაგალითის სახით ეწვიეთ ბმულს . მომხმარებელს შეუძლია წინასწარ გაეცნოს დეტალებს და სურვილის შემთხვევაში მოითხოვოს კონკრეტული მძღოლი. ეს ბევრად ზრდის ნდობას და გამორიცხავს გაუგებრობებს, რაც ხშირად სხვა კომპანიებში ხდება.

Amwe Lifti Jirafi-ის გუნდი გამოირჩევა სტაბილურობითაც, მძღოლები წლების განმავლობაში მუშაობენ კომპანიაში, რაც მათ გამოცდილებას და მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო ზრდის.


ჟირაფი ამწეს სრული სერვისი 

 ამწე ლიფტი ჟირაფის ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ, ის რომ როცა მომხარებელი გვიკავშირდება, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი მიდის ობიექტზე  და აფასებს მას, ადგენს ნამდვილად მოახერხებს, თუ არა ჟირაფის მანქანა დადგომას და ტვირთის უსაფრთხოდ მიწოდბას. 

Amwe lifti ჟირაფის მომსახურების მიღება შესაძლებელია საათობრივად ან დღიურად, მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე. ასევე, კომპანია მუშაობს საღამოს 10 საათამდე, მათ შორის შაბათ-კვირასაც,

კომპანიის პიონერკა უძლებს 250 კილოგრამამდე ტვირთს, რაც იდეალურია როგორც საოჯახო ნივთების, ისე მძიმე ტექნიკის ან მასალების ასაზიდად.

მთავარი უპირატესობა კი ის არის, რომ Amwe Lifti Jirafi-ს ამწე ერთადერთია, რომელიც 17 სართულს და 56 მეტრს წვდება. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ნებისმიერ მაღალსართულიან კორპუსში მიიღონ სერვისი უსაფრთოების მაღალი სტანდარტით. 

კომპანიას ჰყავს 8 გამართული მანქანა, რომელთაგან ერთი მუდმივად რეზერვშია რათა ნებისმიერ მოულოდნელ გამოძახებაზე მყისვე მოახდინონ რეაგირება