ჩვენი მანქანები

ჟირაფი ამწე ლიფტი - რატომ არის ჩვენი კომპანია ბაზარზე საუკეთესო

გაბარიტული ტვირთების, ავეჯის, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების ჩვენი ამწე ლიფტი ჟირაფით ატანა ყველაზე მარტივი გამოსავალია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ნივთი სატვირთო ლიფტში არ ეტევა ან მისი ატანა/ჩამოტანა ვერ ხერხდება. ამ დროს, ჩვენი ჟირაფი ამწეს გამოყენებით, პროცესი მარტივდება, სწრაფდება და რაც მთავარია, უსაფრთხოდ და პროფესიონალურად სრულდება. 

საქართველოში ყველაზე მეტი ამწე კალათა სწორედ ჩვენ გვყავს და ყველაზე მაღლა ჩვენი ჟირაფები წვდებიან. ჟირაფი ამწე ლიფტს სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ: ამწე კალათა, ამწე კრანი, ამწე მანიპულატორი ან პიონერკა.

ამწე ლიფტი ჟირაფი – რა არის და სად გამოიყენება


ამწე ლიფტი სპეციალური მანქანაა, რომელზეც ვერტიკალური ლიფტ მექანიზმი არის დამონტაჟებული. ძირითადად, ტელესკოპური კიბე და კალათა. ამწე მანქანების მეშვეობით, ტვირთის ატანა/ჩამოტანა უსაფრთხოდ და ეფექტურად ხდება. 

ამწე ჟირაფებს იყენებენ, როგორც მშენებლობისას, ისე, საყოფაცხოვრებო ნივთების გადასაადგილებლად. სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა სართულებიდან აქამდე საკმაოდ რთული გახლდათ და დიდ დროს მოითხოვდა, თუმცა ჩვენმა ჟირაფებმა ეს ყველაფერი საკმაოდ გაამარტივა. იგივეა, ავეჯის ატანა მაღალ სართულზე.

ჩვენ გთავაზობთ სრულყოფილ სერვისს — ტვირთის ატანა, ჩამოტანა და სურვილის შემთხვევაში, ნარჩენების გატანაც ჩვენი გუნდის მიერ.

ჩვენი ამწე მანქანები გამორჩეულია თავისი სიმძლავრით და სიგრძით.  განსაკუთრებით აღსანიშნავია მერსედესის ავტომობილზე დამონტაჟებული „ჟირაფი“, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს 56 მეტრის სიმაღლეს და მე-17 სართულამდე გაიშალოს. ერთადერთი ამწე ჟირაფი საქართველოში მსგავსი შესაძლებლობით.


როგორ უნდა შეარჩიოთ ამწე ლიფტი ჟირაფი?


სანამ ამწე ლიფტის ქირაობას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, რათა პროცესი იყოს სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური.

  • რომელ სართულს უნდა წვდებოდეს ამწე?

შეარჩიეთ ისეთი კომპანია, რომლის ამწე ლიფტი სართულებით შეზღუდული არ არის. ძალიან ხშირად, სხვადასხვა კომპანიის ამწეები მხოლოდ მე-9 სართულამდე ადიან.

  •  ტვირთის მოცულობა და წონა

ამწე ჟირაფის ტვირთამწეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია. მოწყობილობას მინიმუმ 200 კილოგრამის აწევის უნარი უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გრძელვადიან სამუშაოებს ან მძიმე ტვირთს ეხება.

  •  ოპერატორის გამოცდილება

გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში სამშენებლო ბუმია და ბევრი კორპუსი შენდება, ამწე კალათების რაოდენობაც გაიზარდა. თუმცა გამოუცდელი ოპერატორების გამო, ძვირად ღირებული ნივთები ზიანდება. შესაბამისად, ისეთ კომპანიასთან უნდა ითანამშრომლოთ, სადაც გამოცდილი ოპერატორები მუშაობენ. გამოცდილი მძღოლი უზრუნველყოფს, რომ მთელი პროცესი უსაფრთხოდ, ეფექტურად, დაუზიანებლად და წარმატებულად წარიმართოს. 

  • ამინდი 

ამწე ლიფტის მუშაობას ხელს მხოლოდ უამინდობა განსაკუთრებით ძლიერი ქარი  უშლის. ეს ერთადერთი ბუნებრივი ფაქტორია, რომელიც ტექნიკის ეფექტურ გამოყენებას ზღუდავს, ამიტომ კარგი კომპანია ასეთ დეტალებზე წინასწარ გაფრთხილებთ.

  •  ტერიტორიის მახასიათებლები

მნიშვნელოვანია წინასწარ გაირკვეს, რამდენად უშლის ხელს ამწე ლიფტი მანქანის დაყენებას ხე ან კაბელი (ან სხვა ბარიერი) და რამდენად შეძლებს ტექნიკა სახლთან მიახლოებას. კარგ კომპანიას საქმის წინასწარი შეფასების სერვისიც უნდა ჰქონდეს და სასურველია, ეს უფასოდ მოხდეს.

  • დამატებითი სერვისები: მუშები და სატვირთო

ჟირაფის ქირაობა ერთია, თუმცა დამატებით მუშები და სატვირთოც საჭირო ხდება ხოლმე ნარჩენების ჩამოტანისთვის და შემდეგ გატანისთვის. ეს ყველაფერი ძალიან იწელება და რამდენიმე ჯგუფთან უწევს დამკვეთს მოლაპარაკება. 

ხშირია მუშების ან სატვირთოს დაგვიანება, არაპროფესიონალიზმი და ზერელე დამოკიდებულება, რაც ერთ დღიან საქმეს 1 კვირად ხდის.

  • სრული სერვისი

ნახეთ ისეთი კომპანია, რომელსაც, როგორც თანამედროვე ჟირაფი ამწე, ასევე, სატვირთოსა და მუშების მომსახურებაც აქვს. გარდა ამისა, ბაზარზე უკვე დიდი ხანია არის და გამოცდილი ოპერატორებით გამოირჩევა. საქმის შეფასების უფასო მომსახურებით, რაც გგულისხმობს, როგორც სატელეფონო კონსულტაციას, ასევე ადგილზე წარმომადგენლის მისვლას. 


რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ჟირაფი ამწე? (ამწე კალათა)


  • ჩვენი კომპანია Amwe Lifti Jirafi ბაზარზე უკვე 9 წელია მოღვაწეობს და პრაქტიკულად შეუცვლელი მძღოლები გვყავს. სხვებისგან განსხვავებით, თითოეული მძღოლის სახელი, ნომერი და დამატებითი დეტალები მითითებული გვაქვს და შეგიძლიათ მოითხოვოთ, კონკრეტული მძღოლი მოგემსახუროთ.

  • ჩვენი გთავაზობთ სრულ სერვისს. დაწყებული ამწე კალათის გამოძახებით დასრულებული სატვირთოს მიერ ნარჩენების გატანით და გადაყრით.

  • გიწევთ, როგორც სატელეფონო, ასევე ფიზიკურ კონსულტაციას. ჩვენი ჟირაფის წარმომადგენელი აფასებს სიტუაციას, რამდენად მიუდგება ამწე მანქანა ტერიტორიას, რა რაოდენობის მუშა იქნება საჭირო, სატვირთო და სხვა დეტალები. 

  • შეფასების შემდგომ, შეთანხმებულ დროს მოგვყავს ამწე ლიფტი და თუ საჭიროა, მუშები და სატვირთოც. უსაფრთხოდ, პროფესიონალურად ავიტანთ და ჩამოვიტანთ ნივთებს. ჩვენი მუშები დატვირთავენ და ჩამოზიდავენ. სატვირთო მანქანა კი ნარჩენებს გადაყრის. ეს ნამდვილად კომფორტულია.

  • შეგიძლიათ როგორც საათობრივად, ისე დღიურად დაიქირავოთ პიონერი ამწე.

  • გვყავს 8 მანქანა (ერთი მუდმივად რეზერვში, რათა ნებისმიერი, მოულოდნელი გამოძახებისთვის მზად ვიყოთ). 

  • ჩვენი პიონერკა 250 კილოგრამდე ტვირთს წევს. 

  • მხოლოდ ჩვენი ამწე ჟირაფი წვდება 17 სართულს და 56 მეტრს.

  • ვმუშაობთ საღამოს 10 საათამდე, მათ შორის, შაბათ-კვირასაც.

 

სხვა კომპანია VS ჟირაფი 

მომსახურება

სხვა კომპანია

ჟირაფი

სართულებზე მიწვდენა

ძირითადად, მხოლოდ მე-9

მე-17 სართული

ამწე მანქანების რაოდენობა

1-2 

8

მანქანის ხარისხი

სტანდარტული

უმაღლესი, თანამედროვე

მძღოლების გამოცდილება

ხშირად გამოუცდელი

9-წელი ბაზარზე, კვალიფიციური. პროფესიონალი 

ამწე ჟირაფის ტვირთამწეობა

200-კგ და 200-ზე ნაკლები

250კგ.

სამუშაო დრო

მხოლოდ სამუშაო დღეები

დილის 8-დან ღამის 10-მდე, კვირაში 7 დღე

სრული სერვისი

იშვიათად, მაქსიმუმ მხოლოდ მუშები

დიახ - მუშები, სატვირთო, ნარჩენების გადაყრა

წინასწარი შეფასება

არა ან თუ აქვთ, ფასიანია

დიახ, როგორც სატელეფონო, ისე ფიზიკური

დაფარვის არეალი

მხოლოდ თბილისი

თბილისში + თბილისის მახლობლად

მოცლილობა

მანქანების / მუშახელის სიმცირე

მუდმივად 1 ჟირაფი მანქანა რეზერვში

გამჭვირვალეობა

დაფარული

ყველა მძღოლის სახელი/გვარი, ნომერი, მომხმარებლების შეფასებები ღია + უამრავი ვიდეო

ჟირაფის ქირაობა - ფასი

20-30 ლარით ძვირი თითო საათზე

20-30 ლარით იაფი თითო საათზე

 

რეალური შემთხვევის მაგალითი - ამწე ჟირაფით მომსახურება


დაგვიკავშირდა მომხმარებელი, რომელიც ვარკეთილში, ახალ აშენებულ კორპუსში გადასვლას აპირებდა. მომხმარებელს სასწრაფოდ სჭირდებოდა ჯერ სამშენებლო ნარჩენების ჩამოტანა, შემდეგ კი საყოფაცხოვრებო ნივთების მე-9 სართულზე ატანა. ლიფტი ჯერ ჩართული არ იყო.

სატელოფონო კონსულტაციის შემდეგ ადგილზე გავუგზავნეთ ჩვენი ამწე ლიფტი ჟირაფი Nissan Cabstar გამოცდილი მძღოლით, რომელსაც შეუძლია 34 მეტრის სიმაღლეზე მუშაობა. ამავდროულად, 4 მუშა და სატვირთო მანქანა სამშენებლო ნარჩენების გატანისთვის.

მთლიანი სამუშაო 4 საათში შესრულდა - ორგანიზებულად, პროფესიონალურად და უსაფრთხოდ.

ჩვენ ვიზრუნეთ ნარჩენების გადაყრაზეც.

მიუხედავად შემდგომში ლიფტის ჩართვისა, ამავე კორპუსიდან კიდევ რამდენიმე მომხმარებელი გვყავდა, რადგან მათი ნივთები გაბარიტული იყო, ლიფტში ვერ ეტეოდა და ამწე კალათა გამოძახებით დასჭირდათ. დამატებით, სადარბაზოს ლიფტი არ ნაგვიანდება და არ ფუჭდება.

მომხმარებლების შეფასებები შეგიძლიათ ჩვენ ბიზნეს პროფაილზე ნახოთ.


როგორ ხდება ჟირაფის ქირაობა და რა ღირს? 


ჩვენ საიტზე შემოსვლისას შეგიძლიათ თითოეული ჩვენი ამწე ჟირაფის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ. მათ შორის, რომელ სართულზე შეუძლიათ ასვლა, რამდენი კილოგრამის ტვირთაწევა და ასე შემდეგ. ასევე, მითითებულია მძღოლის პიონერკა მანქანაც, სახელი/გვარი და ნომერიც.

მძღოლთან პირდაპირი კავშირი პროცესს კიდევ უფრო ასწრაფებს, თუმცა თუ გსურთ ჯერ კომპანიას დაუკავშირდეთ, საკონტაქტო ინფორმაციას ჩვენი კონტაქტის გვერდზე ნახავთ. 

რაც შეეხება ჟირაფის ქირაობას:

მე-6 სართულის ჩათვლით - პირველი საათი 100 ლარი, ყოველი შემდეგი საათი 80 ლარია.

მე-7 დან მე-10 სართული ჩათვლით - პირველი საათი 120 ლარი, ყოველი შემდეგი საათი 100 ლარი.

მუშახელის ფასი: მუშის ფასი განისაზღვრება შესასრულებელი საქმის მიხედვით. 

დაახლოებით  - ერთი საათი ერთ მუშაზე ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 30 ლარს. დაზუსტებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ამწე კალათის გამოძახების ფასს და სხვა დეტალებს სატელეფონო კონსულტაციით სრულად გავივლით.


ჟირაფი ამწე ლიფტის ისტორია 


ამწე ლიფტის შექმნის იდეა 1800-იანი წლების ბოლოს დაიბადა. ევროპაში, მაგალითად, პარიზისა და ამსტერდამის პატარა, წვრილ კიბეებზე საყოფაცხოვრებო ავეჯისა და სამშენებლო მასალის ატანა პრობლემას წარმოადგენდა. მექანიზმის გამოგონებამდე თოკსა და ბლოკებს იყენებდნენ. 

მე-20 საუკუნის შუაში დიდი მოთხოვნა გაჩნდა მძიმე საგნების გადაადგილების. შესაბამისად, მექანიზებული ლიფტები მანქანებზე აიწყო. 

დღევანდელი, თანამედროვე ჟირაფი მანქანა 50 მეტრზე მაღლა წვდება და ძალიან მობილურია. გამოსარჩევია Nissan-ის, Mercedes-ისა და Renault-ი ტიპის ამწეები. აღსანიშნავია, რომ სამივე ბრენდის ავტომობილები ჩვენ ამწე გარაჟშია და 27 მეტრიდან 56 მეტრამდე მაღლა ადიან.


ხშირად დასმული კითხვები ამწე ჟირაფზე


შესაძლებელია თუ არა მინა პაკეტის ატანა? - დიახ, ჩვენი ჟირაფი ამწე ლიფტებით მინა პაკეტის ატანა შესაძლებელია.

მუშაობთ თბილისის მიმდებარედ? - დიახ, თუ ჟირაფი ამწე ლიფტს თბილისთან ახლოს ეძებთ, შეგიძლიათ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ.

გყავთ მუშახელი და სატვირთო? - დიახ. ჩვენი კომპანია მაქსიმალურ კომფორტს გთავაზობთ და გამოცდილი მძღოლების გარდა, მუშებითა და სატვირთო მანქანებითაც დაგეხმარებით.

რა დღეებში და საათებში შეგვიძლია პიონერკა ამწე კრანის დაქირავება? - კომპანია ჟირაფი ყოველდღე (შაბათ-კვირის ჩათვლით), დილის 8 საათიდან ღამის 10 საათამდე მუშაობს. 

როდის სჯობს დაკავშირება? - სასურველია მომხმარებელი წინა დღით დაგვეკონტაქტოს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში, მომენტალურადაც ვახერხებთ იმავე დღეს ადგილზე გასვლას.

შესაძლებელია სარეცხი მანქანის, მაცივარის ან ანტიკვარული ნივთების ატანა/ჩამოტანა? - დიახ, ჩვენი თანამედროვე მანქანები და ოპერატორები უზრუნველყოფენ, რომ ძვირად ღირებული ნივთების გადაზიდვა დაუზიანებლად განხორციელდეს.

რა შემთხვევაში ვერ შეძლებთ მუშაობას? - ერთადერთი ხელისშემშლელი მიზეზი, შეიძლება, იყოს ძლიერი ქარი, რის დროსაც, უსაფრთხოების მიზნით, ამწელიფტის გაშლა არ ხდება.